ნუ შეიძენთ გაყალბებულ საქონელს

ბოლო პერიოდში გახშირდა კონტრაფაქტული, ყალბი აპარატურის გაყიდვის ფაქტები. მაგალითად, ინტერნეტში შეგხვდებათ მსგავსი განცხადებები:

იტალიური კომპანია A.E.B-ის ოფიციალური დილერი საქართველოში არის მხოლოდ კომპანია ,,ჯორჯიან გაზ იმპორტი” (Autolpgas) შესაბამისად მხოლოდ ჩვენს კომპანიას შემოაქვს A.E.B-ის იტალიური ორიგინალური აპარატურა, რომელზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია.

გადაამოწმეთ აპარატურა შეძენამდე, ნუ გახდებით არაკეთილსინდისიერი გამყიდველების მსხვერპლი, გაითვალისწინეთ რომ, გაყალბებული აპარატურა წინააღმდეგობაში მოდის მანქანის ორიგინალ კომპიუტერთან და დროთა განმავლობაში აზიანებს ავტომობილს.

როგორ განვასხვაოთ ორიგინალური აპარატურა ყალბისგან

A.E.B_ის აპარატურა საქართველოში შემოდის მხოლოდ EPSILON A.E.B – ის ბრენდით, ორიგინალ აპარატურას რომელიც იწარმოება იტალიაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს დატანილი შესაბამისი ლოგო – EPSILON by A.E.B (იხ. სურათებზე)

⚠️ ასეთი ლოგოს არარსებობის შემთხვევაში აპარატურა არის ყალბი და უხარისხო!

ლოგოსთან ერთად , ორიგინალურ აპარატურაზე ორივე მხრიდან დატანილია სპეციალური QR-კოდი, რომელიც იკითხება სმარტფონით და უნდა ემთხვეოდეს კომპიუტერის სერიულ ნომერს (იხ. სურათებზე)

ℹ️ მიაქციეთ ყურადღება ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს და არ შეიძინოთ კონტაფაქტული საქონელი. საეჭვო სიტუაციაში დაგვიკავშირდით და ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ ყალბი აპარატურის იდენტიფიკაციაში !

AUTOLPGAS-ის რიგით მეორე თხევადი გაზის სადგური ხაშურში!

AUTOLPGAS აგრძელებს გაფართოებას – ხაშურში გაიხსნა ჩვენი მეორე თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგური. ? მისამართი: ხაშური, ბორჯომის ქუჩა 26(“რეპსოლის” გასამართი

სეულად..

ფასდაკლება საბითუმო გაყიდვებზე!

[vc_row][vc_column][vc_cta h2=”ფასდაკლება იტალიურ რედუქტორებზე TOMASETTO NORDIC at09″ h2_font_container=”font_size:20″ use_custom_fonts_h2=”true”] აქცია იტალიურ რედუქტორებზე! TOMASETTO NORDIC at09 –  112 ლარად! ? მისამართი:

სეულად..

AUTOLPGAS – ᲣᲙᲕᲔ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲨᲘᲪ!

გაიხსნა ჩვენი ახალი თხევადი გაზის სადგური ქუთაისში! სამუშაო საათები: 24/7 მისამართი: ქუთაისი, 9 აპრილის ქუჩა მდებარეობა go.lpgauto.ge/kutaisi ახლა უკვე ქუთაისშიც

სეულად..