ნუ შეიძენთ გაყალბებულ საქონელს

ბოლო პერიოდში გახშირდა კონტრაფაქტული, ყალბი აპარატურის გაყიდვის ფაქტები. მაგალითად, ინტერნეტში შეგხვდებათ მსგავსი განცხადებები:

იტალიური კომპანია A.E.B-ის ოფიციალური დილერი საქართველოში არის მხოლოდ კომპანია ,,ჯორჯიან გაზ იმპორტი” (Autolpgas) შესაბამისად მხოლოდ ჩვენს კომპანიას შემოაქვს A.E.B-ის იტალიური ორიგინალური აპარატურა, რომელზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია.

გადაამოწმეთ აპარატურა შეძენამდე, ნუ გახდებით არაკეთილსინდისიერი გამყიდველების მსხვერპლი, გაითვალისწინეთ რომ, გაყალბებული აპარატურა წინააღმდეგობაში მოდის მანქანის ორიგინალ კომპიუტერთან და დროთა განმავლობაში აზიანებს ავტომობილს.

როგორ განვასხვაოთ ორიგინალური აპარატურა ყალბისგან

A.E.B_ის აპარატურა საქართველოში შემოდის მხოლოდ EPSILON A.E.B – ის ბრენდით, ორიგინალ აპარატურას რომელიც იწარმოება იტალიაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს დატანილი შესაბამისი ლოგო – EPSILON by A.E.B (იხ. სურათებზე)

⚠️ ასეთი ლოგოს არარსებობის შემთხვევაში აპარატურა არის ყალბი და უხარისხო!

ლოგოსთან ერთად , ორიგინალურ აპარატურაზე ორივე მხრიდან დატანილია სპეციალური QR-კოდი, რომელიც იკითხება სმარტფონით და უნდა ემთხვეოდეს კომპიუტერის სერიულ ნომერს (იხ. სურათებზე)

ℹ️ მიაქციეთ ყურადღება ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს და არ შეიძინოთ კონტაფაქტული საქონელი. საეჭვო სიტუაციაში დაგვიკავშირდით და ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ ყალბი აპარატურის იდენტიფიკაციაში !

ახალი ლოკაცია — სოფელი გამარჯვება!

AUTOLPGAS-ის ქსელს კიდევ ერთი სადგური შეემატა — გაიხსნა გასამართი სადგური სოფელ გამარჯვებაში. მისამართი: გარდაბანი, სოფელი გამარჯვება სამუშაო საათები: 24/7 იხილეთ

სეულად..

ახალი ლოკაცია — სოფელი ალი!

AUTOLPGAS აგრძელებს გაფართოებას — გაიხსნა თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგური სოფელ ალიში. მისამართი: გომი–საჩხერე–ჭიათურის საავტომობილო გზა, ხაშურის რაიონი, სოფელი ალი

სეულად..

სიახლე AUTOLPGAS-სგან — ახალი სადგური კასპში, სოფელ მეტეხში!

გაიხსნა თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგური კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში. მისამართი: კასპის რაიონი, სოფელი მეტეხი სამუშაო საათები: 24/7 იხილეთ რუკაზე:

სეულად..