AUTOLPGAS თხევადი გაზის კომპანია საქართველოში 2011 წლიდან

თხევადი გაზის იმპორტი, დისტრიბუცია და უმაღლესი ხარისხის მომსახურება საქართველოს მასშტაბით.

  • სადგურების ქსელი და იმპორტი

    თხევადი გაზის (LPG) იმპორტი საქართველოში და გასამართი სადგურების ფართო ქსელი (30-ზე მეტი სადგური) მთელი ქვეყნის მასშტაბით.

  • აპარატურის მონტაჟი

    საავტომობილო თხევადი გაზის აპარატურის იმპორტი, პროფესიონალური მონტაჟი ავტომობილებზე და შემდგომი სერვისი.

  • სადგურების მშენებლობა

    თხევადი გაზის გასამართი სადგურებისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შემოტანა და კვალიფიციური მონტაჟი.

  • საკუთარი ბაზა

    კომპანია ფლობს საკუთარ, თანამედროვე სტანდარტების თხევადი გაზის შემნახველ-გამანაწილებელ ბაზას თბილისში.

ჯორჯიან გაზ იმპორტი

ოფიციალური დისტრიბუტორი

ევროპული ბრენდების თხევადი გაზის აპარატურის, ნაწილების და აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

პარტნიორი ბრენდები: AEB, Tomasetto, Tartarini, Atiker, Rail, Faro, A2A, Fagumit, Czaja

2011 წლიდან წამყვანი ევროპული მწარმოებლის, იტალიური კონცერნის Landi Renzo – AEB Electronics ერთადერთი ოფიციალური დილერი საქართველოში.

No. 1 Golden Brand

Golden Brand 2022 Winner

GLOBAL IDEA & THE FINANCIAL

AUTOLPGAS-მა პრესტიჟულ დაჯილდოებაზე „Golden Brand" გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში — Dynamically Developing Brand. ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სწრაფ და სტაბილურ ზრდას, ინოვაციებისკენ სწრაფვასა და მომხმარებლის მხრიდან გამოცხადებულ მაღალ ნდობას.

  • ხარისხის აღიარება
  • ლიდერი ბაზარზე
AUTOLPGAS — Golden Brand 2022-ის სერტიფიკატი