თხევადი გაზის მონტაჟი ავტომობილზე

გადაიყვანეთ მანქანა თხევად გაზზე (LPG) ევროპული A.E.B და STAG აპარატურით.

თხევადი გაზის მონტაჟის ფასი

  • თხევადი გაზის მონტაჟი4 ცილინდრი1600₾-დან
  • თხევადი გაზის მონტაჟი6 ცილინდრი1800₾-დან
  • თხევადი გაზის მონტაჟი8 ცილინდრი1850₾-დან
ჩაეწერეთ მონტაჟზე032 2 200 200
  • 1 სამუშაო დღე
  • 3-წლიანი გარანტია
  • 2011 წლიდან

ევროპული სისტემები A.E.B და STAG

A.E.B (იტალია)

AUTOLPGAS საქართველოში A.E.B-ის ოფიციალური დილერია. იტალიური ელექტრონიკა ზუსტად ითვლის გაზის მიწოდებას, რომ ძრავამ ისე იმუშაოს, როგორც ბენზინზე.

STAG (პოლონეთი)

საიმედო ევროპული სისტემა ფართო არჩევანით 4, 6 და 8 ცილინდრიანი ძრავებისთვის, მათ შორის მძლავრი ძრავებისთვისაც.

როგორ ხდება

მანქანის გაზზე გადაყვანა 4 ნაბიჯად

  1. 1

    კონსულტაცია და ჩაწერა

    დაგვირეკეთ, გვითხარით მანქანის მოდელი და ძრავა. გეტყვით ზუსტ ფასს და დაგნიშნავთ დროს.

  2. 2

    აპარატურის შერჩევა

    ძრავის მიხედვით ვარჩევთ A.E.B ან STAG სისტემას, თქვენი სურვილის მიხედვით კი ბალონის ტიპსა და ზომას.

  3. 3

    მონტაჟი ერთ დღეში

    მანქანას დილით მოიყვანთ ზაირა კიკვიძის N1-ში მდებარე სერვის-ცენტრში და იმავე დღეს წაიყვანთ.

  4. 4

    რეგულირება და გარანტია

    სისტემას კომპიუტერით ვარეგულირებთ, ვამოწმებთ სვლაში და მანქანას 3-წლიანი გარანტიით გიბრუნებთ.

გაზის სისტემის კომპიუტერული რეგულირება ლეპტოპით
რედუქტორისა და ინჟექტორების მონტაჟი ძრავის განყოფილებაში
სპეციალისტი ამოწმებს გაზის სისტემის პარამეტრებს
მონტაჟის პაკეტი

რა შედის ფასში?

საბოლოო ფასი მანქანის მოდელზე და ბალონის ტიპზეა დამოკიდებული.

  • სექვენციური შეფრქვევის სისტემა: ელექტრონული მართვის ბლოკი, რედუქტორი, ინჟექტორების რეილი, წნევისა და ტემპერატურის სენსორი, აირფაზის ფილტრი, მილები და შლანგები
  • გაზის ბალონი მულტიკლაპანით და ჩასასხმელი სარქველით, მანქანისა და მონტაჟის ადგილის მიხედვით შერჩეული
  • გადამრთველი სალონში გაზის დონის ინდიკატორით
  • პროფესიონალური მონტაჟი საკუთარ სერვის-ცენტრში
  • კომპიუტერული რეგულირება და ტესტირება სვლაში
  • 3-წლიანი ოფიციალური გარანტია და შემდგომი მომსახურება
გაზის ბალონი

სად დამონტაჟდება ბალონი?

ბალონის ტიპს და ზომას მანქანის, საბარგულის და თქვენი სურვილის მიხედვით ვარჩევთ.

ტოროიდალური შიდა გაზის ბალონი

ტოროიდალური შიდა (ჩასადები)

თავსდება სათადარიგო საბურავის ადგილას, ამიტომ საბარგული თავისუფალი რჩება. ყველაზე პოპულარული არჩევანია.

მოცულობა: 35-დან 76 ლიტრამდე

ტოროიდალური გარე გაზის ბალონი

ტოროიდალური გარე (ამოსაკრავი)

მონტაჟდება მანქანის ქვეშ, სათადარიგო საბურავის ადგილას, გარედან. საბარგული და სალონი უცვლელი რჩება.

მოცულობა: 47-დან 89 ლიტრამდე

ცილინდრული გაზის ბალონი

ცილინდრული

თავსდება საბარგულში და ყველაზე მეტ გაზს იტევს. კარგი არჩევანია ტაქსისთვის და დიდი გარბენის მანქანებისთვის.

მოცულობა: 50-დან 140 ლიტრამდე

ბალონებისა და აპარატურის სრული ჩამონათვალი: LPG აპარატურა

კითხვა-პასუხი

ხშირი კითხვები მონტაჟზე

თუ პასუხი ვერ იპოვეთ, დაგვირეკეთ: 032 2 200 200

4 ცილინდრიანი ძრავისთვის მონტაჟი 1600₾-დან იწყება, 6 ცილინდრიანისთვის 1800₾-დან, 8 ცილინდრიანისთვის კი 1850₾-დან. ფასში შედის აპარატურა, ბალონი, მონტაჟი, რეგულირება და 3-წლიანი გარანტია. საბოლოო ფასი მანქანის მოდელზე და ბალონის ტიპზეა დამოკიდებული.

ჩაეწერეთ მონტაჟზე

თბილისი, ზაირა კიკვიძის N1

ორშ. — პარ.: 10:00 – 19:00
შაბ. — კვირა: არ მუშაობს